ანა ბუჩუკური - აშშ გარკვეულ ნაბიჯებს ელოდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კობახიძე კი გამოდის და ნიშნისმოგებით ამბობს: „ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი“, რაც აბსოლუტურად სამარცხვინოა

გამოდის კობახიძე და ნიშნისმოგებით ამბობს: „ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი“ - შემხვედრი განცხადება, რაც კობახიძისგან მოვისმინეთ, აბსოლუტურად სამარცხვინოა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას: „საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ ვინმემ საშემოდგომო გამოაყოლოს, საქართველო არის ღირსეული სახელმწიფო - თუ რაიმე გაფუჭდა ამერიკულ ურთიერთობებში, გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100%-ით“.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ანა ბუჩუკურმა განაცხადა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რომ ურთიერთობების აღსადგენად საქართველოს მხრიდან ნაბიჯებია გადასადგმელი „მინიმუმზე მინიმუმს“ ითხოვს, თუმცა პრემიერი ამბობს, რომ იგივე პოლიტიკა გაგრძელდება.

„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები შეხვედრების დროს, საელჩოს განცხადების დროს, თუ ბატონი რუბიოს განცხადების დროს საუბრობს, რომ გარკვეულ ნაბიჯებს ელოდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, აქ მინიმუმზეა საუბარი - ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო არ უნდა ჩაგრავდე, დემოკრატიას არ უნდა ანგრევდე, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ უნდა ანგრევდე, სასამართლო ხელისუფლება აშშ-ს მხრიდან კორუფციის გამო არ უნდა გყავდეს დასანქცირებული, პოლიტიკური გემოვნების გამო ადამიანებს მტრებად და მოღალატეებად არ უნდა აცხადებდე. ეს მინიმუმზე მინიმუმია. სულ ეს არის, არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს ასაჟიტირებელი არაფერი აქვს, აქ საუბარია მინიმუმის მინიმუმზე. შემხვედრი განცხადება, რაც კობახიძისგან მოვისმინეთ, აბსოლუტურად სამარცხვინოა. რას ამბობს კობახიძე, რომ ადამიანის ცემას, ჩაგვრას, მედიაზე ზეწოლას, განადგურებას, ოპონენტების ციხეში ჩაგდებას, კანონმდებლობის გაუარესებას, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაჭერას გავაგრძელებთო? მუდმივად ამტკიცებენ, რომ პრობლემა მათში კი არა, მუდმივად სხვაშია“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, კონგრესში გამართული მოსმენისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუმბიომ იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევაში „დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს“.

რუბიომ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად ჰკითხა, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის, რაზეც ვაშინგტონმა უპასუხა. რუბიო იმედოვნებს, რომ ამის საფუძველზე პროგრესი იქნება მიღწეული და, „არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია