გენერალური პროკურორი - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინდექსში საქართველო უკვე 10 წელია ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო - „პირველ კალათაში“

პროკურატურის პრიორიტეტული საზრუნავია ორგანიზებული დანაშაულის - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინდექსში საქართველო უკვე 10 წელია ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო – „პირველ კალათაში“. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით, საქართველო 2025 წელსაც ერთადერთი იყო რეგიონის მასშტაბით, რომელმაც შეფასების უმაღლესი ნიშნული დაიკავა - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პოზიტიურად შეფასდა პროკურატურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულოდ ჩართვის შესახებ.

„ანგარიშში ხაზგასმულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაძლიერებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე, დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით. პოზიტიურად შეფასდა პროკურატურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულოდ ჩართვის შესახებ.

2025 წელს, პროკურატურის ორგანიზებით, შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა აქტიურად იმუშავა შრომითი ტრეფიკინგის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებზე - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა, რომლის ანგარიშსაც პროკურატურა ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს