გიორგი გვარაკიძე - საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრი იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ - 2025 წელს დევნა დაიწყო  242 პირის მიმართ

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმის ,,ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. 2025 წლის მონაცემებით, "ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 242 პირის მიმართ, - აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელსაც საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრი იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.

ანგარიშის წარდგენისას გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად, ორგანიზებული დანაშაულის გავლენა ხშირად სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს, რთულია დანაშაულებრივ ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის გამოვლენა, რაც საჭიროებს თანამშრომლობისა და ოპერატიული შესაძლებლობების მაქსიმალურ კოორდინაციას. მიუხედავად სირთულეებისა, სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულების პირობებში შესაძლებელია ხელშესახები შედეგების მიღწევა, რაც დადასტურდა 2025 წლის შედეგებით.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები, არსებითად განსახილველად იგზავნება სასამართლოში და საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საპროცესო შეთანხმებას მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევებში იყენებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია