ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული

თუ რა ვითარებაა სომხეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ, როგორ აღიქმება სომხურ საზოგადოებაში მუქარები მოსკოვიდან, რუსულ ბაზარზე სომხური ნაწარმის აკრძალვები, ევროპელებისა და ამერიკელების მხარდაჭერები, რა როლს ასრულებენ ამ არჩევნებში ყარაბახიდან გამოსული პოლიტიკოსები, რუსეთში გამდიდრებული სომეხი ბიზნესმენები, სომხური ეკლესია, რამდენად გამართლდა კრემლის მუქარები რომ არჩევნებისთვის რუსეთიდან სომხეთში უამრავი ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები ჩავლენ, ჩავიდნენ თუ არა სომხეთში არჩევნებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები აშშ-დან, ევროპის ქვეყნებიდან, ინტერპრესნიუსი სომეხ ანალიტიკოს, მოძრაობა „თავისუფალი მოქალაქის“ თავმჯდომარეს, ჰოვსეპ ხურშუდიანს ესაუბრა.

- ბატონო ჰოვსეპ, ორ დღეში სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია. ამ არჩევნებთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, განსაკუთრებით აქტიურობენ კრემლის პროპაგანდას დაქვემდებარებული რუსული მედიასაშუალებები.

ვეცნობით რა ინფორმაციებს, შორიდანაც ჩანს, რომ წინასაარჩევნოდ ვითარება სომხეთში საკმაოდ, დაძაბული, ნერვიული და აზრთა სხვადასხვაობის პოლარიზებულობით გამოირჩევა.

მოდით, საუბარი დავიწყოთ იმით, სავარაუდოდ, თუ რა ვითარებაა წინასაარჩევნოდ სომხეთში?

- სომხეთში წინასაარჩენოდ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. დაძაბულობა ყოველდღიურად იგრძნობა იმის გამო, რომ სომხეთში არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთი პროპაგანდის საშუალებებით ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

ამას ემატება ის, რომ რუსეთიდან ყოველდღიურად ჩამოდიან რუსეთში მცხოვრები, ორმაგი მოქალაქეობის მქონე სომეხი ეროვნების მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში რუსული პროპაგანდის მიერ არიან დამუშავებული რომ ხმა მისცენ პრორუსულ ძალებს. სწორედ ამაზე საუბრობდა პუტინი მოსკოვში ფაშიანიანთან გამართულ შეხვედრაზე.

პრორუსულ ძალებში უპირველესად იგულისხმება რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, მაგრამ, მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების ხმები ასევე წავა რობერ კოჩარიანის პარტიის სასარგებლოდ, რათა ის გადაურჩეს იმას, რომ მისმა ალიანსმა „ძლიერმა სომხეთმა“ ვერ გადალახოს ბარიერი და პარლამნეტში მოხვდეს. კოჩარიანის პარტია ბლოკშია გაერთიანებული და მას ბარიერის გადასალახად ამომრჩევლთა 8% უნდა მიიღოს. ამ ალიანსს დღეისათვის ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.

„რუსული ხმები“ შეიძლება ასევე წავიდეს ცარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთისკენ“, რომელსაც დღეისათვის 3%-იანი რეიტინგი აქვს. თუ ამ ორმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა, მათ ხმებს არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები წაიღებენ. ამიტომაცაა ამ პარტიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რუსეთიდან ჩამოსულმა მოქალაქეებისაგან ხმების 2-3% მიიღონ.

ყველას კარგად ესმის, რომ პრორუსულად განწყობილი პარტიები მოსკოვიდან იმართებიან. იმ შემთხვევაში თუ მათ ბარიერი გადალახეს, ისინი პარლამენტში გაერთიანებიან. თუ ამ პარტიებმა ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღეს, ეს სომხეთისთვის საკმაოდ დიდი საფრთხე იქნება.

პრორუსულად განწყობილი პარტიები მოსკოვიდან იმართებიან. იმ შემთხვევაში თუ მათ ბარიერი გადალახეს, ისინი პარლამენტში გაერთიანებიან. თუ ამ პარტიებმა ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღეს, ეს სომხეთისთვის საკმაოდ დიდი საფრთხე იქნება

ცხადია, ისინი ხმების უმრავლესობას ვერ მიიღებენ, მაგრამ, თუ მათ პარლამენტში დიდი წარმომადგენლობა ექნათ, მაშინ მათ ექნებათ საშუალება ბოიკოტირება მოხდინონ ქვეყნის იმ კურსის, რომლის მიზანია ევროკავშირთან ინტეგრირება.

მათ ასევე შეეძლებათ არჩევნების შემდეგ შეძლონ სომხეთში ვითარების გამწვავება და დესტრუქციული როლის შესრულება.

- რადგან თქვენ თავად შეეხეთ რუსეთიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონე სომეხი ეროვნების სომხეთში წინასაარჩევნოდ ჩამოსვლის თემას. საუბარი ამით გავაგრძელოთ.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა იმისთვის რომ რუსეთში მცხოვრებმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე სომხებმა მიიღონ მონაწილეობა, 50 მილიანი აშშ დოლარი გამოჰყო.

არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. სავარაუდოდ, არჩევნებისთვის რუსეთიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონე რამდენი მოქალაქე ჩამოვიდა?

- ჩემი დაკვირვებით, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყოველ დღე რამდენიმე ათასი ადამიანი ჩამოდის. ერევნის აეროპორტში ყოველ დღე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, ისეთიდანაც კი, საიდანაც თვითმფრინავი ერევანში არასდროს ჩამოფრენილა, 30-36 თვითმფრინავი ჩამოდის. ეს კი, ძალიან ბევრია.

ერევნის აეროპორტს ამდენი თვითმფრინავი დღეში არასოდეს მიუღია. ერევნის აეროპორტი ასეთ რეჟიმში მუშაობს დაახლოებით მაისის 20 რიცხვიდან. გარდა ამისა, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილოების მისაღებად ასევე ჩამოდიან სახმელეთო გზით, ანუ საქართველოს გავლით. სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩამოსული.

- ცნობილი ფაქტია, სომხები მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ. 7 ივნისის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თუ ჩამოვიდნენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები აშშ-სა და ევროპის ქვეყნებიდან?

- აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან ორმაგი მოქალაქეობის ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტა. ძირითადად არიან ისინი, ვინც მხარს უჭერს სომხეთში დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ არჩევნებისთვის მათ მგზავრობას რუსეთისაგან განსახვავებით, არავინ აფინანსებს.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთში სომეხი ეროვნების ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეების არჩევნების წინ სომხეთში ჩამოსაყვანად რუსეთის ეფ-ეს-ბემ იზრუნა. სწორედ ეფ-ეს-ბემ იმუშავა თანხების შესაგროვებლად რუსეთში მცხოვრებ სომეხი ეროვნების ბიზნესმენებთან ამ კოპმანიისთვის გ თანხების შესაგროვებლად.

ერევნის აეროპორტში ყოველ დღე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, ისეთიდანაც კი, საიდანაც თვითმფრინავი ერევანში არასდროს ჩამოფრენილა, 30-36 თვითმფრინავი ჩამოდის... სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩამოსული

რუსეთიდან სომხეთში ჩამოსულებს უფრუნველყოფენ არა მხოლოდ ტრანსპორტით, არამედ მათ აძლევენ 1000-1000 აშშ დოლარს სომხეთში არჩევნების პერიოდში საცხოვრებლად. ასეთი რამ რომ რუსეთში მზადდებოდა ჩვენ 2 თვის წინ გვქონდა ინფორმაცია. რუსეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების ბიზნესმენები გვაწვდიდნენ ინფორმაციას იმაზე რომ მათთან ეფ-ეს-ბედან მოდიოდნენ ადამიანები და ამ კომპანიისთვის ფულს თხოვდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბიზნესმენები რუსების მძევლები არიან.

რადგან რუსეთში ვითარებას სპეცსამსახურები აკონტროლებენ, ამ ქვეყანაში არანაირი სამართალი არაა და მათ შეიძლება ნებისმიერ დროს ისე მოექცნენ, როგორც რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტს. საუბარი არა მხოლოდ იმაზე რომ შეუძლიათ მათ ქონება ჩამოართვან, არამედ მოკლან კიდეც.

აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან ორმაგი მოქალაქეობის ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტა. ძირითადად არიან ისინი, ვინც მხარს უჭერს სომხეთში დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ არჩევნებისთვის მათ მგზავრობას რუსეთისაგან განსახვავებით, არავინ აფინანსებს

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა იმის შესახებაც, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულებს შორის მრავლად არიან საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. არ ვიცი ისინი ხმას ვის მისცემენ, მაგრამ, რადგან ისინი არჩევნებისთვის „რუსული მობილიზაციის“ პროექტში მონაწილეობენ, დიდია იმის ალბათობა, რომ ისინი ხმას სომხეთში არსებულ პრორუსულ ძალებს მისცემენ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ მოუწოდო მონაწილეობა არ მიიღონ ისეთ პროცესში, რომელიც წერტილს დაუსვამდა სომხური სახელმწიფოს არსებობას.

- არჩევნებში მონაწილეობას იღებს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ალიანსის „სომხეთის“ ლიდერი რობერტ კოჩარიანი.

იგი სომხურ პოლიტიკაში ყარაბაღში აზერბაიჯანთან ომის წარმოების ფონზე მოვიდა. ახლა ყარაბაღზე სრულ კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანი. კოჩარიანის პარტიის ლოზუნგი ყარაბაღის დაბრუნებაა? რა როლს ასრულებენ მოახლოებულ არჩევნებში ყარაბაღიდან გამოსული სომხები?

- კოჩარიანის პარტიის ლოზუნგი არაა ყარაბაღის დაბრუნება. კოჩარიანი ამბობს რომ ასეთი ლოზუნგი არარეალისტური იქნებოდა, ამიტომ იგი ახლა მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს რომ ყარაბაღიდან გამოსულ სომხებს აქვთ ყარაბაღში დაბრუნების უფლება.

ამგვარ უფლებას საერთაშორისო სამართალიც ითვალისწინებთ, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ახლა ეს იმის გამოა არაეალისტური რომ ყარაბაღში სომხების დაბრუნებაზე უარს ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. პრობლემა ისაა, რომ ამ უფლების მისთვის თავს მოხვევა არავის შეუძლია.

ასეთი რამ რომ რუსეთში მზადდებოდა ჩვენ 2 თვის წინ გვქონდა ინფორმაცია. რუსეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების ბიზნესმენები გვაწვდიდნენ ინფორმაციას იმაზე რომ მათთან ეფ-ეს-ბედან მოდიოდნენ ადამიანები და ამ კომპანიისთვის ფულს თხოვდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბიზნესმენები რუსების მძევლები არიან

როგორც ვთქვი, კოჩარიანის ალიანსს -„სომხეთს“ რეიტინგი საკმაოდ დაბალი აქვს. წინა არჩევნებზე მისმა პარტიამ ხმების 20% მიიღო. ახლა კი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.

ამის მიზეზი ისაა, რომ პრორუსული ძალების უმრავლესობა ხმას სამველ კარაპეტიანს უჭერს მხარს. კოჩარიანს იმის გამოც აქვს დაბალი რეიტინგი რომ პარლამენტში ყოფნისას მას, პრაქტიკულად, არაფერი არ გაუკეთებია და მასზე იმედებს ცოტა ვიმნე თუ ამყარებს.

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ყარაბაღიდან გამოსულების საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს სომხეთის მოქალაქეობა მიღებული და მათ დღემდე ყარაბაღის მოქალაქეობა აქვთ. რამდენადაც ვიცი, დევნილებს ყარაბაღიდან, დაახლოებით 10 ათასს აქვს მიღებული სომხეთის მოქალაქეობა.

- თუ სწორად გავიგე, ფაშინიანის „სამოქალაქო თანხმების“ მთავარი კონკურენტია სამველ კარაპეტიანის ალიანსი „ძლიერი სომხეთი“. მათი პოზიციები არჩევნების წინ რამდენად ძლიერია?

- კარაპეტიანის ალიანსს ზურგს უმაგრებს კოჩარიანის ალიანსი „სომხეთი,“ და ოლიგარქ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც პრობლემები აქვს კანონთან და ახლა ბელორუსში იმყოფება. პროპუსულ ძალებშია ასევე „ერთიანობის ფრთების“ პარტია, რომელსაც დაფინასება აქვს მიღებული მოსკოვიდან. მათი ლიდეი ყოფილი ომბუცმენი და ერთი პერიოდი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახლდათ.

ამ პრორუსული ძალების გარდა არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ოპოზიციური პროდასავლური ძალები. არა გამორიცხული პარლამენტი ისინიც მოხვდნენ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე არჩევნებამდე დარჩენილ დროს მათი საარჩევნო კამპანია რამდენად წარმატებული იქნება.

აი-რა-ის გამოკითხვით, მათაც 4 %-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. თუ ეს ძალები პარლამენტში მოხვდნენ, არაა გამორიცხული ისინი ფაშიანიანის პარტიასთან კოალიცია შექმნიან, თუ ფაშინიანის პარტიას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ხმები არ ეყოფა.

- ფაშინიანის პარტიას პრობლემები ჰქონდა სომხურ ეკლესიასთან. რა როლს ასრულებს მოახლოებულ არჩევნებში სომხეთის ეკლესია?

- უფროს სწორი იქნება ასე ითქვას - ფაშინიანის პარტიას პრობლემები ჰქონდა არა მთლინად სომხურ ეკლესიათან, არამედ სომხური ეკლესიის ელიტის მმართველ წრეებთან. საუბარია იმ საეკლესიო პირებზე, რომლებიც ორიენტირებული არიან რუსეთზე. დიდი ალბათობით, მათი დიდი ნაწილი რუსული კგბ-ს აგენტები არიან.

ასეთია მაგალითად ადამიანი, რომელიც რუსეთში სომხურ ეკლესიას წარმოადგენს. სომხეთის უსაფრთხოების სამსახური ამბობს ოფიციალურად რომ იგი რუსული კგბ-ს აგენტი იყო. აქვე ვიტყვი იმასაც რომ რუსული კგბ-ს სამსახურში იყვნენ სსრკ-ს ხალხების ეკლესიების მმართველები და სამღვდელოების პირები. ლუსტრაციის არქონის გამო, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რამდენია სომხურ ეკლესიაში რუსული სპეცსამსახრების სამსახურში.

კოჩარიანის პარტიის ლოზუნგი არაა ყარაბაღის დაბრუნება. კოჩარიანი ამბობს რომ ასეთი ლოზუნგი არარეალისტური იქნებოდა, ამიტომ იგი ახლა მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს რომ ყარაბაღიდან გამოსულ სომხებს აქვთ ყარაბაღში დაბრუნების უფლება

სომხური ეკლესიის ელიტის მმართველობას პრორუსულ განწყობები აქვს და მოახლოებულ არჩევნებზე პრორუსული ძალების სასარეგბლოდ მუშაობენ.

- როგორც ვხედავთ, არჩევნების წინ სომეხი ამომრჩევლის მოსამხრობად პოლიტიკურ ბრძოლაში სომხეთში საკმაოდ რთული და დიდი ბრძოლაა.

როგორ აისახა სომხური საზოგადოების პოლიტიკურ განწყობებზე ის, რომ ფაშინიანს მხარს უჭერს ევროპა, აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი, რომ აშშ-ს პატრონაჟით აშენდება ზანგეზურის კორიდორში „ტრამპის გზა“?

ასევე იმაზე რომ პრემიერი ფაშინიანი მშვიდობის ხიდებს აშენებს აზერბაიჯანთან, თურქეთთან?

- სომხური საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ფაშინიანის ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება. დღევანდელ სომხეთში ძირითადად პროევროპული განწყობებია. უსაფრთხოების საკითხებშიც იდგმება ნაბიჯები ჩვენი ახალი პარტნიორების მიერ. ეს ხდება იმის ფონზე, როცა რუსეთმა არაფერი გააკეთა იმისთვის რომ ყარაბაღი დაეცვა აზერბაიჯანისგან მიუხედავად ამის შესახებ არსებული არ ერთი შეთანხმებისა.

ახლა როცა სომხეთს ახალი პარტნიორებს მხარს უჭერენ ფაშინიანის გუნდს იმის გამო რომ ისინი ქვეყანაში რეფორმებს ატარებენ, ეს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილს მოსწონს.

აი-რა-ის გამოკითხვით სომხეთის მოსახლეობის 75%-ს უნდა რომ სომხეთი გახდეს ევროკავშირის წევრი. თუ ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა მოსახლეობის ამდენივე ნაწილი მზად იქნება მხარი დაუჭიროს სომხეთის სწრაფვას ევროკავშირში.

ფაშინიანის პარტიას პრობლემები ჰქონდა არა მთლინად სომხურ ეკლესიათან, არამედ სომხური ეკლესიის ელიტის მმართველ წრეებთან. საუბარია იმ საეკლესიო პირებზე, რომლებიც ორიენტირებული არიან რუსეთზე. დიდი ალბათობით, მათი დიდი ნაწილი რუსული კგბ-ს აგენტები არიან

- რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, თითქმის ყოველ დღე გვესმის რუსეთიდან სომხეთის მიმართ მუქარები. რუსეთმა აკრძალა სომხეთიდან რუსეთში კონიაკის, მინერალური წყლების, ხილისა და ყვავილების შეტანა.

ამის გარდა სომხეთს ემუქრებიან რუსეთში საკმაოდ ცნობილი, მათ შორის სომხური წარმოშობის ადამიანები. რა რეაქცია აქვთ სომხეთის მოქალაქეებს რუსეთის მიერ სომხეთის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებზე, ცნობილი ადამიანების ქცევასა და განცხადებებზე?

- რუსეთის მხრიდან სომხეთის მიმართ ქცევა და ამგვარი განცხადებები კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს ხალხს დ აძლევს საბაბს სომხეთი მაქსიმალურად იყოს დისტანცირებული რუსეთისაგან და პრორუსული განწყობებისაგან.

არავის არ მოსწონს როცა მათზე ზეწოლას ახორციელებენ. სომხეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ანტისომხურ განცხადებებს სომხეთის შეურაცყოფად აღიქვამს. ყველას ყელში ამოუვიდა რუსეთიდან მომდინარე სიმონიანისა და მისი თანამოაზრეების ანტისომხური პროპაგანდა.

არა ვარ დარწმუნებული რომ სომხეთში ვითარების არევაში რუსეთიდან ჩამოსული ამომრჩეველი დაიტერესებულია. ისინი იმასაც ხედავენ რომ ისინი სომხეთის სამართალდამცავების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც იცავენ სომხეთის კანონებს

ამის შედეგია ის, რომ დღეისათვის სომხეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ისეთ დაბალ ნიშნულზეა, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება სომხეთში რუსეთის მიმართ შეედრება მხოლოდ იმას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ სომხებს იმათ მიმართ, ვინც ყარაბაღში სომხეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

- ფაქტია, რომ წინასაარჩევნო ვითარება სომხეთში საკმაოდ რთული და მძიმეა. თუ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო რუსეთიდან ჩამოსული უამრავი ამომრჩეველი გამოვიდა ქუჩაში, ეს ქვეყნისთვის პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნებმა სომხეთში მშვიდობიანად და ზედმეტი ექსესების გარეშე ჩაიაროს?

- რუსეთიდან ჩამოსულებმა ამომრჩევლებმა გუშინ მონაწილეობა მიიღეს ოლიგარქ სამველ კარაპეტიანის მიერ ერევანში ორგანიზებულ აქცია-მიტინგში.

საინტერესო იყო ამ აქციის მონაწილისთვის ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად სამართლიანი იქნება ის რომ თქვენ პრორუს კანდიდატს მიცემთ ხმას და შემდეგ ჩვენ აქ მცხოვრებლებს მოგვიწევს მათთან ცხოვრება?, მიღებული პასუხი.

ამ კითხვაზე რუსეთში მცხოვრები სომეხი ამომრჩევლის პასუხი იყო პირდაპირი და ამავე დროს გამაოგნებელი - „მე არ მაინტერესებს არჩევნების შემდეგ აქ რა იქნება. მე მაინტერესებს რომ სამველ კარაპეტიანი იყოს ციხიდან განთავისუფლებული.“

მე დავაზუსტებ - სამველ კარაპეტიანი ახლა ციხეში არ ზის, ის სახლშია და არ აქვს სახლიდან გამოსვლის უფლება.

ამ პასუხით რუსეთიდან ჩამოსულმა ამომრჩეველმა თქვა ის, რასაც ფიქრობს - არ აინტერესებს სომხეთის მომავალი როგორი იქნება. რაც შეეხება იმას რა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ.

არა ვარ დარწმუნებული რომ სომხეთში ვითარების არევაში რუსეთიდან ჩამოსული ამომრჩეველი დაიტერესებულია. ისინი იმასაც ხედავენ რომ ისინი სომხეთის სამართალდამყცავების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც იცავენ სომხეთის კანონებს.

არ ვიცი როგორ იმოქმედებენ არჩევნების დღეებში სომხეთში ჩამოსული რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები. მაგრამ, ვიცით, რომ სომხეთის სპეცსამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ დასავლეთის სპეცსამსახურებთან იმისათის რომ თავიდან იყოს აცილებული არჩევნებისას და შემდეგაც ექსცესები

მათი მხრიდან არჩევნების კანონის დარღვევა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა საკმაოდ მკაცრად იქნება აღკვეთილი და ისინი შესაძლოა, გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ.

არ ვიცი როგორ იმოქმედებენ არჩევნების დღეებში სომხეთში ჩამოსული რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები. მაგრამ, ვიცით, რომ სომხეთის სპეცსამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ დასავლეთის სპეცსამსახურებთან იმისათვის რომ თავიდან იყოს აცილებული არჩევნებისას და შემდეგაც ექსცესები.

თუ არჩევნებში ერთმა, ან ორმა პროდასავლუმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი, დიდია იმის ალბატობა რომ ფაშინიანის პარტიამ შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება და მთავრობის კოალიციურად ჩამოყალიბება

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 7 ივნისის არჩევნებზე ფაშინიანმა შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება?

- პრობლემების მიუხედავად, დიდია იმის ალბათობა რომ ფაშინიანმა შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიური კვლევებით ფაშინიანის პარტია ხმების ნახევარზე მეტს, ჯერჯერობით ვერ იღებს. ბოლო სოციოლოგიური კვლევებით ფაშინიანის პარტია იღებს ხმების მხოლოდ 35-40%-ს.

მხედველობაში უნდა ვიქონით იმათი რაოდენობა, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ვის მისცემს ხმას. ასევე მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ არაა გამორიცხული პრორუსულმა პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესასვლელად ხმები ვერ მიიღონ და მათ ხმებს პირველ-მეორე-მესამე ადგილებზე გასული პარტიები ინაწილებენ.

თუ არჩევნებში ერთმა, ან ორმა პროდასავლუმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი, დიდია იმის ალბათობა რომ ფაშინიანის პარტიამ შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება და მთავრობის კოალიციურად ჩამოყალიბება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია