„მაკდონალდს საქართველოში“ თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი მოტივაციის გაძლიერება და ძლიერი კორპორატიული კულტურის შექმნა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „მაკდონალდს საქართველოს“ შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც უკვე მრავალწლიანი ტრადიციაა და თანამშრომლებს საერთო ინტერესის, გუნდურობის და პოზიტიური ემოციების გარშემო აერთიანებს.
წლევანდელი ჩემპიონატი 1 მაისს დაიწყო და 31 მაისს დასრულდა. ტურნირი მთელი თვის განმავლობაში, ყოველ კვირა დღეს იმართებოდა და თანამშრომლების განსაკუთრებული ჩართულობით და მაღალი ინტერესით გამოირჩეოდა.
ჩემპიონატში მონაწილეობას 24 გუნდი იღებდა, ჯამში კი 76 შეხვედრა გაიმართა.
წელს ჩემპიონატი განსაკუთრებით დაძაბული და კონკურენტული აღმოჩნდა. ნახევარფინალში ერთმანეთს სპორტის სასახლის, გოთუას, ისნის და კახეთის გზატკეცილზე არსებული რესტორნების გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალურ შეხვედრაში კი გოთუასა და სპორტის სასახლის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც გამარჯვება გოთუას რესტორანმა მოიპოვა და ჩემპიონატის მთავარი თასიც აიღო.
„გასულ წელს ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ფინალამდე, თუმცა ეს მარცხი დამატებით მოტივაციად გვექცა. საოცარი ემოციაა, როდესაც შენს გუნდთან ერთად ზეიმობ გამარჯვებას და ხედავ, რამდენად ფასდება თითოეული ადამიანის შრომა და ენერგია. ეს არის ერთიანობის, საერთო სიხარულისა და სიამაყის განცდა, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებად რჩება“, განაცხადა გოთუას რესტორნის დირექტორმა, სალომე დელიბაშვილმა.
ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი „მაკდონალდსისთვის“ მხოლოდ სპორტული აქტივობა არ არის, ეს არის თანამშრომლების გაერთიანების, ურთიერთობების გაღრმავების და გუნდური სულისკვეთების გაძლიერების მნიშვნელოვანი პლატფორმა. ტურნირის განმავლობაში თანამშრომლები არა მხოლოდ საკუთარი გუნდების წევრები, არამედ გულშემატკივრებიც აქტიურად იყვნენ ჩართული, რაც კიდევ უფრო ამყარებდა საერთო კორპორატიულ კულტურას.
„მაკდონალდსი“ მრავალი წელია ატარებს შიდა ჩემპიონატს ფეხბურთში, რასაც უპირობოდ მივესალმებით. მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია გუნდურობისთვის, ჯანსაღი კონკურენციისთვის და ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემისა და დაფასებისთვის. თითოეული თანამშრომელი მთელი წელი ელოდება ამ პერიოდს და ცდილობს საკუთარი ფილიალი საუკეთესოდ წარმოაჩინოს“, - აღნიშნა სალომე დელიბაშვილმა.
„მაკდონალდს საქართველო“ მსგავსი პროექტებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ წარმატებული ბიზნესის საფუძველი მოტივირებული, ერთიანი და ბედნიერი გუნდია. შიდა ჩემპიონატი კი სწორედ იმ გარემოს ქმნის, სადაც თანამშრომლები არა მხოლოდ ერთად მუშაობენ, არამედ საერთო გამოცდილებებს და წარმატებებსაც ერთად იზიარებენ.
(R)