ადვოკატის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

ბატონი გრიგოლი თავს უდანაშაულოდ ცნობს, არავითარ საპროცესო შეთანხმებაზე შეთავაზება და მოლაპარაკება არ დაწყებულა, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, დღევანდელი პროცესი „ქოლცენტრების“ ეპიზოდთან იქნება დაკავშირებული.

„ჯერჯერობით გრძელდება ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების წარმოჩენა, იკითხებიან ბრალდების მოწმეები და როგორც ვართ ინფორმირებულები, გრძელდება „ქოლცენტრების“ ეპიზოდი.

ბატონი გრიგოლი თავს უდანაშაულოდ ცნობს, არავითარ საპროცესო შეთანხმებაზე შეთავაზება და მოლაპარაკება არ დაწყებულა. ადამიანი თავს უდანაშაულოდ ცნობს და საპროცესო შეთანხმება, იცით, რომ გულისხმობს ბრალის აღიარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიმართლე დადგინდება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს