„საქართველოს ბანკი“ უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისთვის საკვანძო რგოლია

„საქართველოს ბანკი“ უზბეკეთის ფინანსური სექტორის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს.

ბანკი პირველი უცხოური ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის „რეგულატორული სენდბოქსის“ (Regulatory Sandbox) წევრი გახდა.

2024 წლის დასაწყისში უზბეკეთის პერსპექტიული პროექტების ეროვნული სააგენტოს (NAPP) გადაწყვეტილებით, „საქართველოს ბანკი“ რეგულატორული სენდბოქსის მონაწილე გახდა და უცხოური ნომინალური მფლობელის (Foreign Nominee Holder) სტატუსი მიიღო. აღნიშნული ბანკს შესაძლებლობას აძლევს, დამატებითი ლიცენზიის გარეშე გახსნას და მართოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშები. ასევე, ოპერაციები აწარმოოს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ვალუტაში. ეს კი საერთაშორისო ინვესტორებისთვის უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე წვდომას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ბანკის საქმიანობის გაფართოებამ უზბეკეთის ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას - უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებას (IPO) შეუწყო ხელი. 2026 წლის მაისში ფონდმა ლონდონისა და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე ისტორიული, ორმაგი ლისტინგი განახორციელა.

შეთავაზებამ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. ჯამურად, მოზიდულმა მოთხოვნამ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტრანზაქციის მოცულობამ კი 603.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურაში საქართველოს ბანკმა, ქასთოდიანის როლში კრიტიკული როლი შეასრულა. ბანკი უზრუნველყოფდა უზბეკეთში არსებული აქციების შენახვას BNY-ის (The Bank of New York Mellon Corporation) სახელით, რომელიც, თავის მხრივ, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების (GDR) პროგრამისთვის დეპოზიტარის ფუნქციას ასრულებდა.

უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის პროცესში UzNIF-ის წარმატებული ორმაგი ლისტინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის შესაძლებლობას, საერთაშორისო ინვესტორებსა და განვითარებად ბაზრებს შორის ეფექტიანი ფინანსური ხიდის ფუნქცია შეასრულოს. უზბეკური სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერირების პარალელურად, საქართველოს ბანკი უზბეკეთის კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ქასთოდიანურ მომსახურებასაც აფართოებს. ეს მოიცავს როგორც აქციების, ისე კორპორატიული ობლიგაციების მომსახურებას, რაც საერთაშორისო ქასთოდიანებს, დეპოზიტარებსა და უცხოელ ინვესტორებს ხელს შეუწყობს, უზბეკეთის მზარდი კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობებით უფრო მარტივად ისარგებლონ.

აღნიშნულ ისტორიულ ტრანზაქციაში მონაწილეობა და BNY-სთვის ქასთოდიანის როლის შესრულება, საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი პოზიციის დასტურია. ეს ბანკს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური მომსახურება, რომელიც უზბეკეთის კაპიტალის ბაზარს გლობალურ საინვესტიციო საზოგადოებასთან დააკავშირებს.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია