თენგიზ შარმანაშვილი - ვინაიდან, ურთიერთობებში თავად მარკო რუბიო შემოვიდა, ნიშნავს, რომ ამერიკას აქვს სურვილი, ურთიერთობა გააღრმაოს - რეალური სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა ამხელა სამუშაოს არ წამოიწყებდა

ვინაიდან, ურთიერთობებში თავად მარკო რუბიო და მისი მოადგილე შემოვიდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკას აქვს სურვილი, საქართველოსთან ურთიერთობა გააღრმაოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა ამხელა სამუშაოს თავად არ წამოიწყებდა

„ამერიკის მხრიდან საუბარია იმაზე, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს და გაგრძელდეს. მარკო რუბიომ კითხვებს პასუხები საკანონმდებლო ორგანოში გასცა, სადაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოქნილობა და დიპლომატია არის გამოსაჩენი, რადგან იქ სხვა ურთიერთობებია ასეთ დროს. შემდეგ, როცა მისი მოადგილე დეკლარირებას ახდენდა, თავის გამონათქვამებში უფრო თავისუფალი იყო და პირდაპირ ისაუბრა მსოფლმხედველობით თანხვედრაზე და იმაზე, რომ შემდგომი ნაბიჯები უფრო სწრაფად უნდა გადაიდგას ურთიერთობაში. დაახლოებით იგივე სახის განცხადება იყო, როცა საქართველოში სამუშაო ჯგუფი იყო ჩამოსული და მათ ოპოზიციასაც კი მოუწოდეს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. ეს ყველაფერი უფრო დამაჯერებელი სვლა იქნება ურთიერთობების გარკვევის.

საქართველოსა და ამერიკას შორის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა ამხელა სამუშაოს თავად არ წამოიწყებდა. რა თქმა უნდა, ჩვენთან დიპლომატიურ ურთიერთობას არ გაწყვეტდა, მაგრამ თუ ასეთ მინავლებულ რეჟიმში უნდა ჰქონოდა ურთიერთობა, ამისთვის საელჩოც საკმარისი იქნებოდა და ამ ურთიერთობებს როგორც წინა წლებში, ისე გააგრძელებდა. ვინაიდან, ურთიერთობებში თავად მარკო რუბიო და მისი მოადგილე შემოვიდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკას აქვს სურვილი, ეს ურთიერთობა გააღრმაოს," - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, კონგრესში გამართული მოსმენისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუმბიომ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ი საქართველოს შემთხვევაში არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს. რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც „ქართული ოცნება“ ირანისა და ჩინეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მარკო რუბიოს ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს, რათა „მოვაგვაროთ საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია“. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენს უთხრა, რომ „მართალია“ და ყველაფერი, რაც აღნიშნა, აშშ-ის „არსებული შეშფოთებებია“, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომელიც ვაშინგტონს მიანიშნებს, რომ მათ ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. შესაბამისად, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-მა „ქართულ ოცნებასთან“ მოთხოვნები წარადგინა, რაზეც „გარკვეული დადებითი პასუხები“ მიიღო.აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევაში „დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს“. რუბიომ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად ჰკითხა, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის, რაზეც ვაშინგტონმა უპასუხა. რუბიო იმედოვნებს, რომ ამის საფუძველზე პროგრესი იქნება მიღწეული და, „არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს