მიხაილ გალუზინი - საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, რომლის გარეშე „3+3“-ის პერსპექტივები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულფასოვანი იყოს

ჩვენთვის, ისევე როგორც, დარწმუნებული ვარ, პლატფორმის ყველა მონაწილისთვის, საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, რომლის გარეშეც „3+3“-ის პერსპექტივები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულფასოვანი იყოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, სანქტ-პეტერბურგში სესიაზე - „3+3 პლატფორმა: საერთო გამოწვევები და სტრატეგიული პარტნიორობა“ - განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით მიესალმება დისკუსიაში საქართველოს ექსპერტთა წრეების წარმომადგენლის მონაწილეობას.

„მსურს, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს დისკუსიაში საქართველოს საექსპერტო წრეების წარმომადგენლის მონაწილეობას. ჩვენთვის, ისევე როგორც, დარწმუნებული ვარ, პლატფორმის ყველა მონაწილისთვის, საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, რომლის გარეშეც „3+3“-ის პერსპექტივები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულფასოვანი იყოს. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ჩვენს მუშაობაში ოფიციალური თბილისიც ჩაერთვება“, - აღნიშნა გალუზინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთს იმედი აქვს, რომ „3+3“ ფორმატის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და ირანი) შემდეგი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბაქოში ან ერევანში ჩატარდება.

„იმედი გვაქვს, რომ მინისტერიალის შემდეგი შეხვედრა ბაქოში ან ერევანში გაიმართება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შორის მიმდინარეობს“, - განაცხადა გალუზინმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს