დავით მათიკაშვილი - გაფუჭებული ურთიერთობა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დამსახურებაა, ტრაექტორიის შეცვლას საჭიროებს - ურთიერთობა უნდა გადავიდეს პოზიტიურ რელსებზე და ამისთვის აშშ-დანაც და საქართველოდანაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება

ის გაფუჭებული ურთიერთობა, რომელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დამსახურება, რა თქმა უნდა, ტრაექტორიის შეცვლას საჭიროებს - ურთიერთობა ტრაექტორიით უნდა გადავიდეს პოზიტიურ რელსებზე და ამისთვის აშშ-დანაც და საქართველოდანაც კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მოცემულობა სიტყვიდან საქმეზე დროულად გადავა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა გაღრმავდება.

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ცხადად ჩანს როგორც მარკო რუბიოს ასევე, მისი მოადგილის განცხადებებიდან, რაც ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ცერემონიალზე მოვისმინეთ. მიუხედავად იმისა, თუ მავანნი რა კონტექსტით დასვამენ კითხვას და რა არარსებულ ფაქტებს, სურვილებს, საკუთარ ფანტაზიებს მოიყვანენ ამ კითხვაში, რომ როგორმე ნეგატიური პასუხი გამოატყუონ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პასუხი მისი მხრიდან იყო ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა. ის გაფუჭებული ურთიერთობა, რომელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დამსახურება, რა თქმა უნდა, ტრაექტორიის შეცვლას საჭიროებს და არა პოლიტიკა, ხაზგასასმელია. ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ტრაექტორიით უნდა გადავიდეს პოზიტიურ რელსებზე და ამისთვის შეერთებული შტატებიდანაც და საქართველოდანაც კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. შეერთებული შტატები მუდმივად ხაზს უსვამს, რომ მისი ახალი პოლიტიკა სწორედ სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და ღირსებაზე არის დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან, ახალი ნიშნულით ორი ერისთვის ურთიერთსასარგებლო საწყისებზე მოვახდინოთ ამ ურთიერთობის საერთოდ თავიდან დაწყება. ჯერი შეერთებულ შტატებზეა. იმედია, სიტყვიდან საქმეზე დროულად გადავა ეს მოცემულობა და ურთიერთობა გაღრმავდება, მიაღწევს ისეთ ნიშნულს, რომელიც ორი სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ღირსეული ურთიერთობის წინაპირობა იქნება," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს