აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება მიიღო.

შესწორებები კონგრესმენმა ჯო უილსონმა („რესპუბლიკური პარტია“) წარადგინა.

„კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტების და სხვა პირების დაკავებითა და დაპატიმრებით, რომლებიც ფართოდ არიან მიჩნეულნი პოლიტიკურ პატიმრებად და მიაჩნია, რომ ეს საკითხი თანმიმდევრულად და შესაბამისად მაღალ დონეზე უნდა წამოიჭრას საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ ურთიერთობებში. ამიტომ, კომიტეტი თავდაცვის მდივანს ავალებს, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინოს არასაიდუმლო ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია პოლიტპატიმრების საკითხის საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობებში ჩართვის შესახებ”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველოს შესახებ შეტანილი მეორე შესწორება თავდაცვის მინისტრს ავალებს, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, აქტის (NDAA) ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც იკვლევს რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტების და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში და იკვლევს რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას საქართველოში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია