ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე - ალექსანდრე გოგოლაძის მიერ საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა ლოგიკურია მისი ასაკიდან გამომდინარე - რისკზე წასვლა არ ღირდა, პირობა იყო დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რაც მისაღები იყო და დათანხმდა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირის, 63 წლის ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა განმარტავს, თუ რატომ აღიარა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი და რატომ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას.

როგორც ჭოჭუა აღნიშნავს, გოგოლაძის ასაკიდან და პროკურატურის მიერ შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე შეთავაზებას დათანხმდა.

„ალექსანდრე გოგოლაძემ მიიღო გადაწყვეტილება და ის ბრალდების მხარეს შეუთანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ ბრალდების მხარემ გაითვალისწინა და შემდეგ შესთავაზა ისეთი პირობა, რომლის მიხედვითაც, ის დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. მისი ასაკიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. ჩვენ გარანტია არ გვქონდა და არ ვიცოდით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ რისკზე წასვლა არ ღირდა და ბრალდების მხარის მიერ ის დათმობა, რაზეც წავიდა, ალექსანდრე გოგოლაძისთვის მისაღები იყო, მისთვის თავისუფლებაში, მის ოჯახთან ყოფნა მნიშვნელოვანია. გარკვეული პერიოდის წინ, ჩვენ გვქონდა საუბარი 1 წელ რეალურ სასჯელზე, ამ პირობას არ დავეთანხმეთ, დღეის მდგომარეობით პირობა ასეთია, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სხდომის დარბაზიდან, შესაბამისად, შემოთავაზება მისაღები იყო და დაეთანხმა.

პროკურატურისგან ეს დათმობა და კეთილი ნება იყო, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა ჭოჭუამ.

ცნობისთვის, საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება. ამჯერად საქმე ეხება კიდევ ერთ ეპიზოდს. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 15 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება 7 პირს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ შემდეგ პირებს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ, საპროცესო შეთანხმების გაფორმება, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული სხვა 7 პირის მიმართაც დაადასტურა. აღნიშნულ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ: ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძესა და თემურ ქურციკიძეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია