გრიგოლ გეგელია - „ოცნების“ არცერთმა პარტნიორმა მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, მაგრამ მხარი დაუჭირა საქართველოს ყველა იმ მეგობარმა, ვისაც რეჟიმი ესხმის თავს - ეს არის „ქოცური“, რეგვენული პოლიტიკის საუკეთესო ლუსტრაცია

„ქართული ოცნების“ ანტი-სახელმწიფოებრივმა რეჟიმმა ჩინეთთან გაფორმებულ მემორანდუმში მხარი დაუჭირა ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას ისე, რომ სანაცვლოდ არ მოითხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამ რეჟიმმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სასარგებლოდ დათმო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მიუღია ქართულ სახელმწიფოს. „ქართული ოცნების“ რეჟიმი დაიარება ირანში პანაშვიდებსა და ინაუგურაციებზე, ესწრება შაჰ-აბასისადმი მიძღვნილ წვეულებებს და თბილისის თავზე აფრიალებს ირანის დროშას, მაგრამ, თეირანმაც კი დასცინა ამ რეჟიმს, როდესაც მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გეგელიას თქმით, გაეროს რეზოლუციას მხარი სწორედ იმ ქვეყნებმა დაუჭირა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გამუდმებით ესხმის თავს და აკრიტიკებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს არის „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის ლუსტრაცია“.

„ქართული ოცნების“ არცერთმა პარტნიორმა - არც ჩინეთმა, არც ირანმა და არც გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ძალისმიერი გზებით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების დაცვას.

გაეროს რეზოლუციის შედეგები წარმოადგენს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის მორიგ კატასტროფულ კრახს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ანტი-სახელმწიფოებრივმა რეჟიმმა ჩინეთთან გაფორმებულ მემორანდუმში მხარი დაუჭირა ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას ისე, რომ სანაცვლოდ არ მოითხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

დღეს კიდევ ერთხელ ვიმკით ამ ანტი-ეროვნული საგარეო პოლიტიკის შედეგებს, როდესაც ჩინეთი დევნილების დაბრუნებასაც კი არ უჭერს მხარს.

საზოგადოებას ახსოვს ისიც, რომ ამ რეჟიმმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სასარგებლოდ დათმო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი არ მიუღია ქართულ სახელმწიფოს.

„ქართული ოცნების“ რეჟიმი დაიარება ირანში პანაშვიდებსა და ინაუგურაციებზე, ესწრება შაჰ-აბასისადმი მიძღვნილ წვეულებებს და თბილისის თავზე აფრიალებს ირანის დროშას, მაგრამ, თეირანმაც კი დასცინა ამ რეჟიმს, როდესაც მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას.

გარდა ჩინეთისა, ირანისა და საამიერობისა, არცერთი სხვა სახელმწიფო, რომელთანაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გამორჩეულ პოლიტიკურ ფლირტს ეწევა „ქოცური" რეჟიმი და სადაც გაუთავებლად დადის საოკუპაციო რეჟიმის საგარეო კომისარი ბოჭორიშვილი, არცერთი ეს სახელმწიფო არ დადგა ქოცების მხარეს, მათ შორის, არც სერბეთი, არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოები და არც ინდოეთი.

ვინ დაუჭირა მხარი რეზოლუციას? საქართველოს ყველა იმ მეგობარმა, ვისაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი ესხმის თავს, მტრობს, ლანძღავს, აკრიტიკებს და აბრალებს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებას. დიახ, ჩვენ მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ბალტიისპირეთმა, უკრაინამ, ნორდიკულმა სახელმწიფოებმა - საიდანაც თითოეული წარმოადგენს ქოცების გამორჩეულ სამიზნეს, ვის ლანძღვაშიც პრემიერი და პარლამენტის სპიკერი ყოველკვირეულად ათობით საათს ატარებენ!

ეს არის „ქოცური“ რეგვენული და მოღალატეობრივი პოლიტიკის საუკეთესო ლუსტრაცია: ქოცი ემტერება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო პარტნიორებს და მეგობრებს, თავს ესხმის საქართველოს სუვერენულობის ყველაზე მტკიცე მცველებს, ლანძღავს ჩვენი დევნილების ინტერესების დამცველებს, სამაგიეროდ მოყვრად გვიცხადებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღია მტრებსა და სრულიად გულგრილად მხარეებს, ვისთვისაც სულერთია ჩვენი ქვეყნის და მისი ხალხის ბედი.

მაგრამ, „ქოცი“ რის „ქოცია“, რაიმე გამოუვიდეს - მას ესეც კი არ გამოდის და საკუთარი ე.წ. მეგობრებიც კი უმოწყალოდ დასცინიან რეჟიმს, როდესაც არსად და არაფერში არ უჭერენ მხარს მის პოზიციებს.

ამასობაში, საოკუპაციო რეჟიმის კომისარი ბოჭორიშვილი სწრაფი ტემპით ყალიბდება ყველა დროის ყველაზე უნიჭო და უსუსურ საგარეო საქმეთა მინისტრად, რომელიც საქართველოს ოდესმე ჰყოლია.

ამ მასშტაბის კატასტროფული კრახის შემდეგ, ნებისმიერი თავმოყვარე საგარეო მინისტრი დაუყოვნებლივ გადადგებოდა, მაგრამ, ქოცი ქოცია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეზოლუციას, რომელიც ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში მიიღო, 107 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი 8 ქვეყანა წავიდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია