ბექა ძამაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით და მზია ამაღლობელის ერთ საქმეზე წარმოება დასრულებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში, „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ და პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ერთ-ერთ საქმეზე წარმოება დასრულებულია.

მისივე თქმით, ორივე საქმესთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო თვითონ გადაწყვეტს, როდის გამოაცხადებს განაჩენს.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველა რეზონანსული საქმე მოგებული აქვს და არსებობს მოლოდინი, „რომ ყველა მსგავს საქმეზე ანალოგიური შედეგი დადგება".

„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით წარმოება დასრულებულია. ასევე მზია ამაღლობელი როგორც აცხადებს, რამდენიმე საქმე აქვს შეტანილი. ჩვენამდე მოსული იყო მხოლოდ ერთი და ამ ნაწილზე წარმოება დასრულებულია. შესაბამისად, ორივე მათგანთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო თვითონ გადაწყვეტს როდის გამოაცხადებს [განაჩენს]. რაიმე კონკრეტული ვადით ჩაკეტილი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ ამ კანონებთან დაკავშირებით, დარღვევა ამ ეტაპზე, არც ერთ საქმეზე არ არის დადგენილი. მხოლოდ მიმდინარე საქმეებია. ბევრ რეზონანსულ საქმეზე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იქმნებოდა აღქმა, თითქოს კანონი, ან რომელიმე გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული ან პრობლემური. აბსოლუტურად ყველა ასეთ საქმეზე, „რუსთავი2“-ს შეეხებოდა, თუ ყოფილ მაღალჩინოსნებს, სრულად აქვს საქართველოს ხელისუფლებას მოგებული. ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ყველა მსგავს საქმეზე ანალოგიური შედეგი დადგება საქართველოს გამარჯვებით“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა