„არქიმ“ და NEXT-მა ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტი - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს

„არქიმ“, საქართველოში #1 დეველოპერმა, და NEXT-მა, პირველმა საერთაშორისო დეველოპერმა საქართველოდან, ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო პროექტი — Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს.

პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონია ქობულეთში, ყოფილი ინტურისტის ტერიტორიაზე გაიმართა და მაღალი რანგის სახელმწიფო პირები, საერთაშორისო პარტნიორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ტურიზმის, სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებისთვის და კიდევ უფრო აძლიერებს ქობულეთის პოზიციონირებას, როგორც პრემიუმ საკურორტო მიმართულებას შავი ზღვის სანაპიროზე.

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს „არქი“ და NEXT-ი მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ბრენდ Swissôtel-თან თანამშრომლობით ახორციელებს. კომპლექსი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს, საკონფერენციო სივრცეს, ლობის, ლაუნჯს, 6 სხვადასხვა ბრენდის რესტორანს, კაზინოს, 3000 კვ.მ სპა და ფიტნეს სივრცეს, გამაჯანსაღებელ ცენტრსა და საბავშვო გასართობ სივრცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, არონ ლიბინსონი - Accor-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და CIS-ის რეგიონში, ასევე იან დაიკემა - Chapman Taylor-ის მადრიდის სტუდიის დირექტორი.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, სტუმრებმა პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია