ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას - იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მიიღებთ, სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა - „ნაცმოძრაობა“ სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, არასერიოზულია

„ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირების თაობაზე.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ის იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებს, „მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა“.

„მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ. წარმატებას გისურვებ ამაში, მხოლოდ გამეხარდება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ყველას და ყველაფრის გინებას მორჩება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

იცი ამაზე ჩემი პოზიცია და არ გაგიკვირდება ჩემი კეთილი სურვილები. ასევე, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც.

„ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია“,- მიმართავს გვარამია თინა ბოკუჩავას.

შეგახსენებთ,“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულასთან“ ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ძალიან გაკვირვებული ვარ ნიკა გვარამიას წუხანდელი პოსტით. არ მეგონა, რომ ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ნიკა გვარამიას მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს არის განპირობებული იმ შიდაპარტიული ტურბულენციით, რომელიც თავად „ახალშია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია