უნგრეთი სამი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს

უნგრეთის მთავრობა დღეიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს, - ინფორმაციას Reuters-ი უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერზე, ვანდა შონდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

პრესსპიკერის თქმით, დღეიდან მთავრობა შეცვლის დადგენილებას, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, გამარტივებული წესით შემოიყვანონ დასაქმებულები ფილიპინებიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. იმ დასაქმებულებს კი, რომლებიც ქვეყანაში უკვე იმყოფებიან, შეუძლიათ, ვადის გაგრძელებაზე განაცხადი შეიტანონ.

მთავრობა რეფორმებს დაგეგმილი გრძელვადიანი გადაწყვეტის პირველ ნაბიჯად მიიჩნევს.

მანამდე, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტია “ტიზამ“ განაცხადა, რომ ივნისიდან შეწყდება სამუშაო ვიზების გაცემა მოქალაქეებზე, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან არიან.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს