საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს QS Stars-ის საერთაშორისო შეფასების სისტემაში 3 ვარსკვლავი მიენიჭა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპ 7.9%-ში შევიდა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა QS Stars-ის მკაცრი საერთაშორისო აუდიტი წარმატებით გაიარა და მსოფლიო შეფასების სისტემაში 3 ვარსკვლავი მოიპოვა, რაც შეფასების შკალაზე - „კარგი“ კატეგორიის შესაბამისია. შედეგები QS Stars-ის პლატფორმაზე უკვე ოფიციალურად აიტვირთა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმაღლესი 5-ვარსკვლავიანი, „საუკეთესო“ შეფასება აკადემიური განვითარების მიმართულებით მიიღო, ხოლო მმართველობის ხარისხის სეგმენტში 4 ვარსკვლავით - „ძალიან კარგი“ - შეფასდა, ხოლო გლობალურ საუნივერსიტეტო რეიტინგების ცენტრის უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპ 7.9%-ში შევიდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის თქმით, QS Stars-ის შეფასების სისტემა მსოფლიოს უნივერსიტეტებს მრავალ კრიტერიუმზე დაყრდნობით აფასებს, მათ შორის აკადემიური განვითარების, სწავლების ხარისხის, მმართველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების მიხედვით.

„QS Stars-ის საერთაშორისო შეფასების სისტემაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ 3 ვარსკვლავის მოპოვება ჩვენი უნივერსიტეტის განვითარების მნიშვნელოვანი აღიარებაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აკადემიური განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტმა უმაღლესი 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო, ხოლო მმართველობის ხარისხის სეგმენტში 4 ვარსკვლავით შეფასდა. ეს შედეგები ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი თანმიმდევრულად მიჰყვება საერთაშორისო სტანდარტებს და ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მოთხოვნებს. QS Stars-ის აუდიტი მოიცავს უნივერსიტეტის საქმიანობის მრავალ ასპექტს და ეფუძნება ობიექტურ, საერთაშორისო კრიტერიუმებს, ამიტომ მიღებული შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე საერთაშორისო პოზიციონირების თვალსაზრისით. ეს წარმატება მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების – აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და სტუდენტების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გვაძლევს დამატებით მოტივაციას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა, აკადემიური ხარისხი და უნივერსიტეტის გლობალური ცნობადობა“, - აცხადებს ლელა ჩიქოვანი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის შეფასებით, მიღებული შედეგი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, ინსტიტუციური განვითარების და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

„QS Stars-ის საერთაშორისო შეფასების სისტემაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ 3 ვარსკვლავის მოპოვება მნიშვნელოვანი ინსტიტუციური მიღწევაა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების სწორ გზაზე დგას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ეს შედეგი არის მრავალი წლის განმავლობაში განხორციელებული სისტემური რეფორმების, ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული თანმიმდევრული პოლიტიკისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის ლოგიკური შედეგი.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ უნივერსიტეტმა აკადემიური განვითარების მიმართულებით უმაღლესი – 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. ეს მაჩვენებელი ნათლად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწავლების ხარისხის, თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და აკადემიური გარემოს სრულყოფის მიმართულებით აღწევს. აკადემიური განვითარება უნივერსიტეტის საქმიანობის ფუნდამენტური საფუძველია და სწორედ ამ მიმართულებით მიღებული უმაღლესი შეფასება გვაძლევს იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ თანხვედრაშია.

QS Stars-ის შეფასების მნიშვნელობა იმითაც განისაზღვრება, რომ იგი ეფუძნება უნივერსიტეტის საქმიანობის მრავალმხრივ ანალიზს და მოიცავს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა აკადემიური გარემო, მმართველობა, სწავლება, საერთაშორისო თანამშრომლობა, კვლევითი საქმიანობა, სტუდენტური გამოცდილება და ინსტიტუციური განვითარება. შესაბამისად, მიღებული შედეგი წარმოადგენს არა მხოლოდ ცალკეული მიმართულებების შეფასებას, არამედ უნივერსიტეტის საერთო განვითარების საერთაშორისო აღიარებას.

მიღწეული შედეგი, უდავოდ, მნიშვნელოვანი და სასიხარულო აღიარებაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, თუმცა ჩვენ მას საბოლოო მიზნად არ განვიხილავთ. QS Stars-ის შეფასებამ დაგვანახა როგორც ჩვენი ძლიერი მხარეები, ისე ის მიმართულებები, სადაც განვითარების დამატებითი რესურსი და შესაძლებლობა არსებობს. თანამედროვე უმაღლესი განათლების სივრცე მუდმივ პროგრესსა და კონკურენციაზეა დაფუძნებული, ამიტომ უნივერსიტეტი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას. პირიქით, ეს შედეგი ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, გავაძლიეროთ აკადემიური და კვლევითი საქმიანობა, კიდევ უფრო განვავითაროთ საერთაშორისო თანამშრომლობა, გავაუმჯობესოთ ინსტიტუციური მმართველობა და მომდევნო შეფასებებში უფრო მაღალი შედეგები ვაჩვენოთ. ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტი არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეშიც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და გამორჩეული გახდეს. მიღწეული წარმატება ეკუთვნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს, პროფესორს, მკვლევარსა და თანამშრომელს, რომელთა პროფესიონალიზმი, ერთგულება და ყოველდღიური შრომა ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც უნივერსიტეტის წარმატება შენდება. მადლობა უნივერსიტეტის მთელ კოლექტივს, ჩვენს სტუდენტებსა და პარტნიორებს“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, QS Stars აუდიტის შედეგების მიხედვით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Facilities (ინფრასტრუქტურის მიმართულება) მიიღო შეფასება - კარგი; Academic Development (აკადემიური განვითარება) - საუკეთესო; Good Governance (კარგი მმართველობა) - ძალიან კარგი; Art- ხელოვნება - დამაკმაყოფილებელი; Diversity, Equity & Inclusion (მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია) - დამაკმაყოფილებელი; Global Engagement (გლობალური ჩართულობა) - კარგი; Employability (დასაქმებულობა) - კარგი; Environmental Impact (გარემოსდაცვითო ზემოქმედება) - ძალიან კარგი. საერთო რეიტინგი: საერთაშორისო აღიარება - 3 ვარსკვლავი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია