ქვემო ქართლის საოლქო  პროკურატურის თანამშრომლებმა რუსთავის ჭალის ტყის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავში გარემოსდაცვითი კამპანია – „გააგრძელე ჭალის ტყის ისტორია“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში, ქვემო ქართლის საოლქო, რუსთავის, მარნეულის და ბოლნისის რაიონული პროკურატურების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ჭალის ტყის გამწვანების ღონისძიებაში.

„ინიციატივის მიზანი ჭალის ტყის ეკოსისტემის აღდგენა, გარემოს დაცვა და მწვანე სივრცეების გაფართოებაა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 000-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს