ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მურო თაკალანძე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენს

მურო თაკალანძე, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის International Visitor Leadership Program (IVLP)-ის ალუმნი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - AI for Good Global Summit 2026-ზე მონაწილეობის მისაღებად შეირჩა.

აღსანიშნავია, რომ მურო თაკალანძე იმ სამ საერთაშორისო მონაწილეს შორისაა, რომლებიც აშშ-ის მუდმივმა მისიამ გაეროში (ჟენევა) სპეციალურად შეარჩია IVLP-ის გლობალური ქსელიდან.

AI for Good Global Summit, რომელიც ყოველწლიურად შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ტარდება, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმაა. ღონისძიება აერთიანებს გაეროს სააგენტოებს, სახელმწიფო ლიდერებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, ინოვატორებს, მეცნიერებსა და ახალგაზრდულ ლიდერებს, რათა განიხილონ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.

მურო თაკალანძე სამიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ პროგრამებში, მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და დისკუსიებში. მისი ჩართულობა მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების მიმართულებით, ასევე საქართველოსა და რეგიონში განხორციელებული ინიციატივების წარმოჩენას.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ IVLP-ის გლობალური ქსელიდან შერჩეულ რამდენიმე მონაწილეს შორის მოვხვდი და მომეცა შესაძლებლობა, ჟენევაში საქართველო წარმოვადგინო. ეს არის შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნო საქართველოში ახალგაზრდების, განათლებისა და ინოვაციების სფეროში არსებული წარმატებული პრაქტიკა და პროექტები“,-აცხადებს მურო თაკალანძე.

აღსანიშნავია, რომ მურო თაკალანძე 2025 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესტიჟული International Visitor Leadership Program-ის (IVLP) მონაწილე იყო, რომლის ფარგლებშიც ამერიკის სხვადასხვა შტატში ეკონომიკური განვითარების, ახალგაზრდების გაძლიერებისა და ინოვაციების მიმართულებით გამოცდილებას გაეცნო.

AI for Good Global Summit 2026 გაიმართება 2026 წლის 7-10 ივლისს ქალაქ ჟენევაში, შვეიცარიაში.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია