ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილზე - ეს წერილი ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს - ჩვენ შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ვხედავ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის „უხეშობის ელემენტებს“ შეიცავს. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„ეს წერილი, რომელზეც ახლა თქვით, ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს. რა არის ეს? ეს პირადი შეხვედრისთვისა და მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნის საშუალებაა თუ გარემოების შექმნაა, როდესაც რეალურად შეუძლებელია რაიმე პირადი შეხვედრების ჩატარება? ვფიქრობ, რომ ეს მეორეა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ერთმანეთში საკვანძო საკითხები მხოლოდ რუსეთმა და უკრაინამ უნდა მოაგვარონ, ხოლო სხვა მხარეები, მათ შორის აშშ, შეიძლება გარანტორები იყვნენ.

„ბუნებრივია, რომ საკვანძო საკითხებს ერთმანეთში მხოლოდ რუსეთი და უკრაინა უნდა აგვარებდნენ, ხოლო ჩვენ კოლეგებს შეერთებულ შტატებშიც, და სხვა რეგიონებშიც შეუძლიათ მხოლოდ პირობების შექმნა და გარანტორებად ყოფნა. აქედან ამოვდივართ“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინის თქმით, ის ზელენსკისთან შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ხედავს.

„ჩვენ შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ვხედავ, უკრაინული მხარის მიზანი ჩვენი შეტევის შეჩერებაა, ხოლო ჩვენ შეთანხმებები გვჭირდება”,-განაცხადა პუტინმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია