ჯო უილსონი - „ქართული ოცნების“ მარიონეტმა პრემიერ-მინისტრმა მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა, ეს აღმაშფოთებელია

„ქართული ოცნების“ მარიონეტმა პრემიერ-მინისტრმა მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა, ეს აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული ოცნების“ მარიონეტმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენი შესანიშნავი და საპატიო სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა. ეს აღმაშფოთებელია. საქართველო ირანის, ჩინეთისა და რუსეთის მიერაა ინფილტრირებული - მისი ქცევა უნდა შეიცვალოს!” - წერს უილსონი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვას პასუხისას განაცხადა: „მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამ საფუძველზე პროგრესს მივაღწევთ და, არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ“.

აღნიშნული განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არასდროს, ასეთი კითხვა არ დაუსვამთ.

„ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ", - უპასუხა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „იტყუება რუბიო", კობახიძემ განაცხადა: „არა, ტყუილი რა შუაშია.

„არა, ტყუილი რა შუაშია კაცო. ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით, რაღაც თქვას. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე, არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია