მიხეილ სააკაშვილი - მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოს და ბოლოს იწმინდება

მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოს და ბოლოს იწმინდება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისივე განცხადებით, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის ინტერესების მიუხედავად, საბოლოოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა იდეას და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს აქვს.

„მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოს და ბოლოს იწმინდება.

ამ ყველაფერში, უნდა გვახსოვდეს მთავარი რამ - ჩვენ გვაქვს დიდი იდეა - მარადიული წარმატებული საქართველოსი, თავისი მნიშვნელოვანი მსოფლიო როლით. ამ იდეისთვის მე ყველაფერი გავიღე.

დანარჩენებს აქვთ ინტერესები. საბოლოოდ იმარჯვებს იდეა და იდეალისტი ხალხი და არა ინტერესები, ფული და კუტოკები“,- წერს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს