ვოლოდიმირ ზელენსკი მის ღია წერილთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის პასუხზე - სუსტი პასუხი იყო, მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება

სუსტი პასუხი იყო, პუტინს უბრალოდ არ სურს ომის დასრულება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მის ღია წერილზე პუტინის პასუხს.

„სამწუხაროდ, რუსული მხარე კვლავ ომს ირჩევს - ყველამ გაიგონა დღევანდელი პასუხი. ეს სუსტი პასუხია. მას [პუტინს] უბრალოდ არ სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანია ამ პასუხით იმედგაცრუებული. მას არაფრის შეცვლა არ სურს და არ სურს აღიარება, რომ მისი ომი მხოლოდ მას და იმ ხალხს მოსწონს, ვინც მისგან ფულს იღებენ - ისინი ყველა იღიმებოდნენ დღეს. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ფული უნდა იყოს რუსეთში და მეტი ზეწოლა უნდა იყოს რუსეთზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინასთანაა, ვისაც ნამდვილი მშვიდობა სურს”, - წერს ზელენსკი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს