პროკურატურა - პროკურატურა არავის მიმართავს საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, უწყება რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ დანაშაულს და ითხოვენ საპროცესოს გაფორმებას

პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადვოკატების განცხადებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

„პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირის, 63 წლის ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა განმარტავს, თუ რატომ აღიარა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი და რატომ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას.

როგორც ჭოჭუა აღნიშნავს, გოგოლაძის ასაკიდან და პროკურატურის მიერ შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე შეთავაზებას დათანხმდა.

შეგახსენებთ, საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება. ამჯერად საქმე ეხება კიდევ ერთ ეპიზოდს. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 15 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება 7 პირს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ შემდეგ პირებს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ, საპროცესო შეთანხმების გაფორმება, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული სხვა 7 პირის მიმართაც დაადასტურა. აღნიშნულ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ: ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძესა და თემურ ქურციკიძეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს