თორნიკე შარაშენიძე - არ შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას, არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება

არ შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას. არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რითაც 11 ივნისს უვიზო რეჟიმზე ევროკავშირ-საქართველოს შორის დაგეგმილ დიალოგს ეხმაურება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის ურთიერთობა, წელს ისეთი დაძაბული არ არის, როგორც შარშან.

„სხვათა შორის, შარშან მსგავს შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის წევრები მიწვეული არ იყვნენ, ხოლო წელს ამ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები მიწვეულები არიან. შარშან გაცილებით უარესი და დაძაბული იყო ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის ურთიერთობა. მადლობა ღმერთს, წელს ასეთი დაძაბული არ არის და შარშან თუ არ გააჩერეს უვიზო მიმოსვლა, წელს რატომ უნდა გააჩერონ. ასე რომ, არ ღირს ამაზე უძილო ღამეების თენება. ვიზალიბერალიზაცია ხომ მოიცავს რაღაც თემებს, უკანონო მიგრაციას და ა.შ. ამის კონტროლი სულ ხდება და ის დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მივიღებდით ვიზალიბერალიზაციას. რეალურად ამაზე იქნება ძირითადად აქცენტი“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

თორნიკე შარაშენიძემ გადაცემაში საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„მე რაც ვიცი, დიდი ხანია მიდის მუშაობა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამერიკის გარეშე „ქართული ოცნება“ დეტალებს არ გაამხელს. თუ მიდის მოლაპარაკებები, როცა შენ ხარ სუსტი მხარე და ის ძლიერი, თუ ძლიერი არ ამხელს, შენ მით უმეტეს არ გაამხელ, ჯერჯერობით არაფერი დეტალი არ იქნება. სანამ რაღაც კონკრეტული არ იქნება, ალბათ ვერაფერს ვერ გავიგებთ, მანამდე ქართველი პოლიტიკოსები შეეცდებიან მოახდინონ ინტერპრეტირება რუბიოს კონგრესში გამოსვლის. მკითხავები გაჩნდნენ, ცდილობენ სწორად წაიკითხონ რუბიოს ტექსტი, როგორც რელიგიურ ტექსტებს კითხულობენ, ისე კითხულობენ რუბიოს ტექსტს“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია