აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდო და ირანში რადარის ობიექტებს დაარტყა

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდო და ირანში რადარის ობიექტებს დაარტყა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს.

„რამდენიმე წუთის წინ, ცენტრალური სარდლობის ძალებმა ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის მიმართულებით იყო გაშვებული. დრონები რეგიონული საზღვაო მიმოსვლისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა. შემდგომი თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა გორუკისა და კეშმის კუნძულებზე მდებარე ირანის სანაპირო სათვალთვალო რადარის ობიექტებს დაარტყეს“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, „სამხედრო ძალები სიფხიზლეს ინარჩუნებენ და მზად არიან, თავდაცვის მიზნით ირანის გაუმართლებელ აგრესიას უპასუხონ“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს