აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის მიერ ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით გაშვებული რაკეტები ჩამოაგდეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის მიერ ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით გაშვებული რაკეტები ჩამოაგდეს.

„ირანმა ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. პირველადი შეფასებით, ირანის მიერ გაშვებული რაკეტებიდან ექვსის მოგერიება მოხდა, ხოლო მეშვიდემ მიზანს ვერ მიაღწია“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

მათი ინფორმაციით, ირანის იერიშის შედეგად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან.

„ირანის მტკიცება, რომ ბაჰრეინში აშშ-ის მე-5 ფლოტის შტაბ-ბინა დაზიანდა სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნავს ცენტრალური სარდლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს