რუსული მედია - დრონებით თავდასხმის შემდეგ ლენინგრადის ოლქის ქალაქი კრონშტადტი დროებით დაიხურა

დრონებით თავდასხმის შემდეგ ლენინგრადის ოლქის ქალაქი კრონშტადტი დროებით დაიხურა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, დილით დრონებით განხორციელებული იერიშების შემდეგ ქალაქში კრონშტადტში შესვლა და ქალაქიდან გასვლა დროებით აიკრძალა.

ასევე, შეზღუდვები დაწესდა ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილებაზე.

მოგვიანებით, ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქალაქში შესვლასა და ქალაქიდან გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მედიის ცნობით, დრონებით დარტყმის შემდეგ ქალაქ კრონშტადტის პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს