ვოლოდიმირ ზელენსკი - დროა, ეს ომი დასრულდეს, თუმცა, რუსეთის მმართველს ბრძოლის გაგრძელება სურს

დროა, ეს ომი დასრულდეს, თუმცა, რუსეთის მმართველს ბრძოლის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„სწორედ ამიტომ, ამ აგრესიის წინააღმდეგ უკრაინული სანქციები მოქმედებს. გუშინ ღამით, ჩვენმა დრონებმა დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილი დაფარეს სანქტ-პეტერბურგის რეგიონამდე, მტრის საზღვაო ძალების არსენალისა და კრონშტადტში მდებარე ბაზებამდე“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა 500 კილომეტრის მანძილზე, კრასნოდარის მხარეში ნავთობბაზას დაარტყეს.

„რუსეთმა მისი ომი უნდა დაასრულოს და ადამიანების სიცოცხლეზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის უსამართლობის გამოვლინებას სამართლიანი პასუხი მოჰყვება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს