სერგეი ლავროვი - აუცილებლად უზრუნველვყოფთ იმ რუსი და რუსულენოვანი ხალხის უფლებების სრულად აღდგენას, რომელთა წინააღმდეგაც კიევის ნეონაცისტურმა რეჟიმმა ტერორი წამოიწყო

აუცილებლად უზრუნველვყოფთ იმ რუსი და რუსულენოვანი ხალხის უფლებების სრულად აღდგენას, რომელთა წინააღმდეგაც კიევის ნეონაცისტურმა რეჟიმმა ტერორი წამოიწყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული ენის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ საკითხის გადაწყვეტა უკრაინის კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის „პრიორიტეტია იმ ადამიანების დაცვა და მხარდაჭერა, ვისთვისაც რუსული მშობლიური ენაა“.

„ენობრივი დისკრიმინაციისა და რუსოფობიის ნებისმიერი გამოვლინებისთვის წინააღმდეგობის გაწევას კვლავ მტკიცედ გავაგრძელებთ, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს