კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს რეალურად არ აინტერესებთ დიუშენის დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდათ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციას რეალურად საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა.

კახა კალაძის შეფასებით, ბავშვების მშობლებსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ისინი ბულინგის მსხვერპლი გახდნენ.

„ჩვენ ხომ ვიცით ამ ადამიანების დამოკიდებულება ყველა საკითხთან მიმართებით. მათ რეალურად არც ბავშვები აინტერესებთ, არც მათი ჯანმრთელობა და ეს დამოკიდებულება ბევრ კონკრეტულ შემთხვევაში დამტკიცდა. ისინი ეძებენ უბრალოდ საბაბს, რომ ჩაეჭიდონ და შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტიკურად იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. იგივე მოცემულობა გვაქვს ამ ბავშვებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ აინტერესებთ მათი ბედი. იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ პოზიტივზე, რომ სახელმწიფომ, მშობლებთან ერთად, გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ პირიქით, მშობლებს აბულინგებენ, თუ როგორ გაბედეს და თანხმობა თქვეს აღნიშნული წამლების მიღებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს