ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - მიუხედავად იმისა, რომ ყველა გარკვეულწილად ერთი იდეოლოგიის მატარებელია, მათ შორის ისეთი გადაულახავი პიროვნული წინააღმდეგობაა, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ გააჩნიათ

ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, აჩვენებს, რომ მათ შორის [ოპოზიციის ცალკეულ პარტიებს შორის] არანაირი რეალური ერთობა არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მიუთითებს იმას, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ გააჩნიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა, გარკვეულწილად ერთი და იგივე იდეოლოგიის და მიზნების მატარებელია, შინაარსობრივად, მათ შორის ისეთი გადაულახავი პიროვნული წინააღმდეგობრივი [მოცემულობაა], რომ ეს ნათლად მიუთითებს, მათ რაიმე პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში რეალურად არ გააჩნიათ. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, თუ რაოდენ ყალბი იყო ის პროპაგანდა, რომელიც გაშლილი იყო, მათ შორის არჩევნების წინ, რომ გინდა თუ არა, მხოლოდ და მხოლოდ კოალიციური მმართველობა არის გამოსავალი ქვეყნისთვის. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რას ნიშნავს კოალიცია კოალიციისთვის, რომ ეს ახლა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე დაპირისპირების ნათელი სურათია. ეს ხალხი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, რას დამართებდა სახელმწიფოს, ქვეყანას და საზოგადოებას უკვე ნათელი არის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ევროკომისიის მიერ ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დაგეგმილ დიალოგზე.

ქადაგიშვილის მოსაზრებით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს იყენებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის. ქადაგიშვილის თქმით, არის საკითხები, რასთან მიმართებითაც საქართველოს ვერ ექნება ის პოზიცია, რაც „შეიძლება ევროკავშირის გარკვეულ ძალებს უნდოდეთ, ანუ მთლიანად შეერთება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან“. ეს კი, ქადაგიშვილის თქმით, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველომ რუსეთს უნდა დაუწესოს სანქციები.

„გვეუბნებიან, გააუქმეთ უვიზო რეჟიმები რუსეთთან, ჩინეთთან მთელ რიგ ქვეყნებთან. ისეთ შეზღუდვებს გიწესებენ, რომ ეს ევროკავშირის პირდაპირ ინტერესში არანაირად არ შედის და საქართველოს ინტერესში ხომ საერთოდ არ შედის, მაგრამ რატომ კეთდება ეს? კეთდება სწორედ ზეწოლისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს და არგუმენტებს ამ საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, მარტივია ამ ოპოზიციის ფილოსოფია: ის, რაც ცუდია საქართველოსთვის, მათი აზრით, ეს არის ხელისუფლებაში მათი მობრუნების ერთადერთი შანსი. „ეს არის მთელი ოპოზიციის „ალია-ბალია“.

„სხვათაშორის, ის საბაბები, რაც ევროკავშირის გარკვეულ წრეებს აქვთ საქართველოსთან მიმართებით, სწორედ ამ ოპოზიციის შექმნილია, მაგალითად, როდესაც მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე, პარლამენტში შესვლაზე და ეს ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის მთელი კამპანია გააჩაღეს, ყოვლად უსაფუძვლო, უარგუმენტო, დამაზიანებელი, ახლა თავად ოპოზიციას ჭამს, მაგრამ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიცემული საბაბი, მათ შორის იგივე ამ განხილვების დროს. ასე რომ, ოპოზიციას ლომის წვლილი აქვს იმ ევროჩინოვნიკებთან ერთად, ამ შანტაჟის პოლიტიკაში. შანტაჟის ნაწილთან დაკავშირებით ის არის, რომ პირობები ევროლიბერალიზაციის დასაწყისში არ იყო და მერე გზადა გზა, გამომდინარე იქიდან, პოლიტიკურად როგორ უნდოდათ სიტუაციის მართვა, გიმატებდნენ გარკვეულ საკითხებს. როცა ჩვენ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა გვქონდა, მაგრამ ეს მაშინ პრობლემა არ იყო. “- განაცხადა ქადაგიშვილმა

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია