ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში - ვერანაირ დაძაბულობას ვერ ვხედავ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიის თავმჯდომარე, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში

დაძაბულობას ვერ ხედავს და ამაზე საუბარს ხელოვნურად მიიჩნევს, - სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას; ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სომხეთში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში, მაგრამ ეს მცდელობები არაეფექტურია.

„სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა არ იქმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა