ნიკოლ ფაშინიანი - დემოკრატია რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მუშაობს - აზერბაიჯანთან მშვიდობა გვაქვს, საქართველოსთან ღრმა და ძმური ურთიერთობები გვაქვს, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ველი

დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გაიმარჯვებს, მოლოდინი მაქვს, რომ სომხეთის მოქალაქეები გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რეგიონზე არჩევნების შესაძლო შედეგების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დემოკრატია ყოველთვის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მოქმედებს.

„ვფიქრობ, დემოკრატია ყოველთვის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მუშაობს და რა თქმა უნდა, დემოკრატია რეგიონული მშვიდობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამჟამად, საბედნიეროდ, აზერბაიჯანთან მშვიდობა გვაქვს. თქვენ იცით, რომ საქართველოსთან ძალიან ღრმა და ძმური ურთიერთობები გვაქვს. და, რა თქმა უნდა, მე თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დალაგებას და დამყარებას ველი“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ თურქეთთან საზღვარი, ასევე სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები უახლოეს მომავალში გაიხსნება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა „ტრამპის გზის“ პროექტის მნიშვნელობას.

„TRIP“-ის პროექტი „გეიმ ჩეინჯერია“, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას, რადგან ჩვენ გვექნება გახსნილი არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტებიც, რაც ძალიან სასარგებლოა სომხეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, თურქეთისა და ირანისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა ფაშინიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა