სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 14.48% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 2.5%-ით მეტია

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ, დილის 11:00 საათის მონაცემებით, 14.48% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 2.5%-ით მეტია (362 657 ამომრჩეველმა მისცა ხმა). ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში განაცხადეს.

რაც შეეხება ქვეყნის დედაქალაქს და დიდ ქალაქებს, დილის 11:00 საათის მონაცემებით, ერევანში ამომრჩეველთა 14.46%-მა (122 856 ადამიანმა) მისცა ხმა, გიუმრიში - 11.80%-მა (12 785 ადამიანმა) და ვანაძორში - 14.49%-მა (13 588 მოქალაქემ).

როგორც მედია აღნიშნავს, წინა არჩევნებში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 12.2%-მა მისცა ხმა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. სომხეთის მე-9 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და პარტიების ორი ბლოკი - იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8%.

დასავლური მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას „სამოქალაქო კონტრაქტი“, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გამოწვევა სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან შეხვდება: „ძლიერი სომხეთის ალიანსი“, რომელსაც მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; „სომხეთის ალიანსი“, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და „აყვავებული სომხეთის პარტია“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა