სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.