თბილისში ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს

ფილარმონიასთან ცხოველების დამცველთა ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუსაფარი ცხოველები მერიის სამსახურებს გადაჰყავთ და შემდეგ აძინებენ.

ცხოველთა უფლებადამცველის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რა ადგილიდანაც გადაიყვანს სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებს, იმავე ადგილას დააბრუნოს, რათა არსებობდეს კომუნიკაცია მათ მიმკედლებლებთან.

„ჩვენმა აქციებმა ნაწილობრივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიტანა-კობახიძემ უკან წაიღო საკუთარი მკვლელი ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ძაღლების დაბრუნებას მათი აყვანის ადგილას. ეს ჩანაწერი დოკუმენტში აღარ არის, მაგრამ საბრძოლველი ძალიან ბევრია. დამნაშავეები დასასჯელი არიან. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რეგულაცია სხვანაირია, მაინც გრძელდება უკანონო ძაღლების გატაცება, მასობრივი დაძინება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. 10 მილიონს გადააჭარბა უკვე მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაციის დაფინანსებამ. ეს თანხა საქმეს არ ხმარდება. ამის ნაცვლად, კვლავ ცდილობენ ცხოველების დახოცვით და ამ ბარბაროსობით პრობლემის მოგვარება სცადონ“,-განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა