უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის საწყობებს დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF) ქვედანაყოფებმა 6-7 ივნისის ღამეს ოკუპირებულ ყირიმში, ნავთობის საწყობსა და ნავთობტერმინალს დაარტყეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნავთობის საწყობი, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს, რუსული ძალების მიერ გამოიყენება, როგორც გადაზიდვის ცენტრი ნავთობპროდუქტების შესანახად და ტრანსპორტირებისთვის.

ობიექტში ცხრა საცავი ავზია, რომელთა ტევადობა 700-დან 3000 კუბურ მეტრამდე მერყეობს.

სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, იქ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნები იტვირთება და შემდეგ ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადააქვთ რუსული ძალების მხარდასაჭერად.

უკრაინულმა ძალებმა დრონებით ასევე, დაბომბეს ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალი. ობიექტში შვიდი საწვავის შესანახი ავზია, რომელთა ტევადობა 10 000 და 20 000 კუბური მეტრია.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში