დონალდ ტრამპი ირანს - საკმარისია, დაბრუნდით მოლაპარაკების მაგიდასთან და გააფორმეთ შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს.

„ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს მოლაპარაკებებს. ძალიან ახლოს ვართ. ვიტყოდი, რომ შეთანხმებას ხელი მომავალი კვირის ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს მოეწერება. ახლა კი ეს ხდება. თქვენ რაკეტები გაისროლეთ, საკმარისია. დაბრუნდით მოლაპარაკების მაგიდასთან და გააფორმეთ შეთანხმება“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა Axios-თან საუბარში აღნიშნა, რომ ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკავს და ეტყვის, რომ ირანზე საპასუხო დარტყმა არ განახორციელოს.

ტრამპმა Fox News-ს ასევე განუცხადა, რომ უკმაყოფილოა კვირას ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული დარტყმებით.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა