ედგარს რინკევიჩი - სომხეთმა, მუქარისა და დაშინების მიუხედავად, დემოკრატიული გზა აირჩია - ლატვია მტკიცედ დგას თქვენს გვერდით და მხარს უჭერს სომხეთ - ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ, პრემიერ-მინისტრო ნიკოლ ფაშინიან, არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას! სომხეთმა, მუქარისა და დაშინების მიუხედავად, საკუთარი დემოკრატიული გზა აირჩია. ლატვია მტკიცედ დგას თქვენს გვერდით და მხარს უჭერს სომხეთსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ - „სამოქალაქო კონტრაქტი“ - ყველაზე მეტი ხმა, ამომრჩეველთა საერთო ხმების 49.81%-ი მიიღო.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ