გიგა ფარულავა - გვჯერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათი კეთილგონიერების და იმედს ვიტოვებთ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნამდვილად არ შეეხება ჩვენს მოქალაქეებს

ჩვენ გვჯერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათი კეთილგონიერების და იმედს ვიტოვებთ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნამდვილად არ შეეხება ჩვენს მოქალაქეებს - რაც შეეხება 11 ივნისს, ამ თარიღს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პოპულისტურად იყენებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა ქართველი ხალხის მონაპოვარია და პასუხისმგებლობა პერსონიფიცირებული უნდა იყოს.

„ორივე მხარე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ თარიღს [11 ივნისს] პოპულისტურად იყენებს. პირველ რიგში, ეს შეეხება ტექნიკურ საკითხებს, რომელიც დაწყებული იყო დიპლომატიურ ვიზებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას - „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებას რა შედეგი მოჰყვება, ნამდვილად არ გვაქვს დადებითი მოლოდინი. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს - ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებზე იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა არ შეეხოს ქართველ ხალხს. ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და დღეს თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა, ესენი არიან უშუალოდ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა იყოს პერსონიფიცირებული და მოქალაქეებს ნამდვილად არ უნდა შეეხოს“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს. „მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, - წერს იოზვიაკი.

საქართველოს საგარეო უწყებაში კი განაცხადეს, რომ სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი და 11 ივნისს საქართველოს მხარეს და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.

„ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით“, - აცხადებენ უწყებაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი