რომის პაპი - მსოფლიო ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს განიცდის

მსოფლიო ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს განიცდის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რომის პაპმა ლეო XIV-მ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტების ესკალაციამ, პოლარიზაციის გაღრმავებამ და ადამიანის უფლებების უარყოფამ მსოფლიო ღრმა კრიზისში ჩააგდო.

„აღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე, მშვიდობა არა მხოლოდ პოლიტიკური მისწრაფებაა, არამედ ნამდვილი მორალური აუცილებლობა“, - განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, სამყაროში მშვიდობის მიღწევა დიპლომატიურ გამბედაობას მოითხოვს, ხოლო პრობლემები საერთაშორისო სამართლის გამოყენებით უნდა გადაიჭრას და არა იარაღით.

„სწორედ ამიტომ არის შემაშფოთებელი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ევროპაში, გადაიარაღება კვლავ მიმდინარეობს, როგორც გარდაუვალი პასუხი საერთაშორისო გარემოს სისუსტეზე. ნამდვილი უსაფრთხოება სამართლიანობას, დიალოგს, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და ისეთ პოლიტიკას ეფუძნება, რომელიც პრიორიტეტს ადამიანების სიცოცხლეს ანიჭებს და არა ომისგან მიღებულ სარგებელს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ