აზერბაიჯანი და საქართველო ვმუშაობთ ერთად, კოორდინირებულად და ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფანი გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის და ეს პოტენციალი უნდა გაიზარდოს.
„ჩვენ დღეს საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და განვიხილეთ პროექტების განვითარების სტადია, პროგრესი ამ პროექტების, პოტენციალი, რომელიც მათ გააჩნიათ და მიმართულებები. ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ გამოწვევები, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას. კონფლიქტები, რომლებიც რეგიონში გვაქვს და ასევე კონფლიქტები საერთაშორისო დონზე, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზე. ჩვენ, ფაქტობრივად, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ვართ და ეს კონფლიქტები, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენ ქვეყნებსაც და შედეგებიც ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. აზერბაიჯანი და საქართველო ვმუშაობთ ერთად, კოორდინირებულად და ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ეს მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ.
ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფანი გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი. გავიყვანეთ ისე, რომ ჩვენ გადავიქეცით ნამდვილ გზაჯვარედინად ამ ენერგომატარებლების გატარების მხრივ. ამით ჩვენ შევძელით რეგიონული დაკავშირებადების განხორციელება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ამ სამ ქვეყანაში კეთილდღეობის გაზრდა მოსახლეობის სასარგებლოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეს თანამშრომლობა, არ აქვს მნიშვნელობა რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის, მას მაინც ორმხრივად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ქვეყნებს შორის, ურთიერთშორის. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რომ მუდმივად ვითანამშრომლოთ როგორც თავდაცვის, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და ა.შ. რათა ეს ჩვენი გეგმები, ჩვენი პროექტები ამ ინსტიტუციების ჩართულობის ფონზე განვავითაროთ. ამ კუთხით, იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაზედაც მე უკვე გესაუბრეთ, ამასთან ერთად ახალ პროექტებზე ჩვენ დავსახეთ შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობის გაგრძელება“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.