ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანმა და „ჰეზბოლამ“ ახალი წესების დაწესება სცადეს, რაც მიუღებელია - თუ ირანი შეცდომას დაუშვებს, ძლიერ პასუხს გავცემთ

ირანი და „ჰეზბოლა“ იმაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის ბრძოლა ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ არ დასრულებულა.

„ირანმა და „ჰეზბოლამ“ ჩვენთვის ახალი წესების დაწესება სცადეს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი გმირი მებრძოლები „ჰეზბოლას“ ანადგურებენ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელს თავის დაცვის უფლება აქვს.

„თუ ირანი შეცდომას დაუშვებს და ჩვენ წინააღმდეგ თავდასხმებს განაახლებს, მაშინ ჩვენ მათ ძლიერ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი