ტატა ხვედელიანი - ჩვენი ოპოზიციის ნაწილს ავიწყდება, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი მძვინვარებს, რომლის დამარცხება დაკავშირებულია დიდ შრომასთან და თანმიმდევრულობასთან - ნებისმიერი პარტია მზად უნდა იყოს ნებისმიერი არჩევნებისთვის

“გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის ტატა ხვედელიანის განცხადებით, სომხეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოების არჩევანი დემოკრატიის, განვითარების და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის სასარგებლოდ გაკეთდა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, სომხეთში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ოპოზიციამ კი არჩევნებისთვის მზადყოფნის მნიშვნელობა აჩვენა.

მისივე თქმით, საქართველოს ოპოზიციის ნაწილს ავიწყდება, რომ ქვეყანაში “ავტორიტარული რეჟიმია” და ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ თანმიმდევრული პოლიტიკური მუშაობით არის შესაძლებელი.

მისი თქმით, როგორც სომხეთის, ისე უნგრეთის მაგალითებმა აჩვენა, რომ ცვლილებების მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ამომრჩევლის საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აქვს.

„რუსეთი დამარცხდა და გაიმარჯვა სწრაფმა განვითარებამ, მშვიდობამ, სინათლემ და ყველაფერმა, რაც შეიძლება იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი. დიდწილად ეს არის მათი საარჩევნო კამპანიის შედეგიც. მთავარია, რომ სომხეთში გაიმარჯვა დემოკრატიამ, წინსვლამ და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებმა.

ჩვენი ოპოზიციის ნაწილს ავიწყდება, რომ ჩვენ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი მძვინვარებს. დამარცხება დაკავშირებულია დიდ შრომასთან, თანმიმდევრულობასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის გადაწყვეტილება იყო ბოიკოტი, ამით მათ უბრძოლველად დაუტოვეს ველი „ოცნებას“. ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დიდი რაოდენობის ამომრჩეველი ჰყავს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს რაოდენობა შევამციროთ. უნგრეთისა და სომხეთის შემთხვევაში ვნახეთ, რომ ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე, როდესაც 2025 წლის არჩევნებში ოპოზიციის ნაწილისთვის აქტუალური იყო ბოიკოტი. მათ ხალხს უთხრეს, საარჩევნო ყუთებთან კი არ უნდა მიხვიდეთ, არამედ რუსთაველზე. შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა რუსთაველზე 4 ოქტომბერს. ეს იყო პროვოკაცია, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა. ეს, რა თქმა უნდა „ოცნების“ რიგებში დაიგეგმა. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია პირველ რიგში, მზად უნდა იყოს ნებისმიერი არჩევნებისთვის“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი