მამუკა არეშიძე - რამდენადაც ვიცი აშშ-სთან ტიტანური სამუშაო ჩატარდა, რომ მდგომარეობა შეცვლილიყო, გამოყენებული იყო ისეთი რესურსები, რთული წარმოსადგენიცაა

მინდა, დავიჯერო, რომ 11 ივნისის შეხვედრა არის გამაფრთხილებელი - საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება სერიოზული შეცდომა იქნება ევროპის მხრიდან, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რითაც უვიზო რეჟიმზე 11 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირ-საქართველოს დიალოგს გამოეხმაურა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მამუკა არეშიძემ განაცხადა, საქართველოს მართებს, რომ თვალი ადევნოს პროცესს და ყველა ვერსია იყოს განხილული, გააზრებული და შესაბამისი პასუხი და ქმედება მომზადებული.

„განცხადება, რომელიც გაჟღერდა 11 ივნისთან დაკავშირებით, ამას გულისხმობს, რომ ტექნიკური შეხვედრაა საკითხებზე. რასაკვირველია, ტექნიკური შეხვედრა შეიძლება გადაიზარდოს არატექნიკურ შეხვედრაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტექნიკურ შეხვედრად დარჩეს. როგორც ჩანს, ევროპელებიც არ არიან ამის წინააღმდეგი, მაგრამ შეხვედრა შეხვედრისთვის არ დამთავრდება, აქ იქნება მსჯელობა და იმ მსჯელობიდან გამომდინარე მიღებული იქნება გადაწყვეტილება. მე ვთვლი, რომ სერიოზული შეცდომა იქნება ევროპის მხრიდან, არა საქართველოს, არამედ თავისი პოლიტიკის მიმართ რეგიონში.

საქართველოს მართებს, რომ თვალი ადევნოს პროცესს და ყველა ვერსია იყოს განხილული, გააზრებული და შესაბამისი პასუხი, ქმედება მომზადებული. გადარჩენაზეა ლაპარაკი, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გარკვეული რეგიონულ დონეზე პლატფორმები შევქმნათ, პირველ რიგში სომხეთთან და აზერბაიჯანთან“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

რაც შეეხება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ურთიერთობების აღდგენისთვის ხელისუფლებამ „ტიტანური“ სამუშაო გასწია და დღეს მივიღეთ ის, რომ აშშ-ს ინტერესის ხარისხი საქართველოს მიმართ გაზრდილია.

„რამდენადაც მე ვიცი, ტიტანური სამუშაო იქნა ჩატარებული იმისათვის, რომ მდგომარეობა შეცვლილიყო, გამოყენებული იყო ისეთი ტიპის რესურსები, რომ ხანდახან რთული წარმოსადგენიცაა, ადამიანები, რომლებიც არავითარ კავშირში არ არიან პოლიტიკასთან, მაგრამ გული შესტკივათ ან ერთ ქვეყანაზე ან მეორეზე. ბევრი რესურსი იყო გამოყენებული. შესრულდა ძალიან სერიოზული სამუშაო და საბოლოო ჯაში მივიღეთ ის, რომ ინტერესის ხარისხი გაიზარდა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი