ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან „ძალიან პოზიტიური საუბარი“ ჰქონდა.

„მადლობელი ვარ მათი მზადყოფნისთვის, რომ უახლოეს კვირებში რაც შეიძლება აქტიურად იმუშაონ დიპლომატიის განახლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ესმის, რომ მსოფლიოს ყურადღება ირანზეა მიპყრობილი, თუმცა ევროპაში მშვიდობის მიღწევა დღის წესრიგში რჩება.

„ჩვენ „დიდი შვიდეულის“ სამიტისა და ივნისში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების კონტექსტში პერსპექტივები განვიხილეთ. ჩვენი ინფორმაცია წარვადგინე იმის შესახებ, თუ რას გეგმავს მოსკოვი. მადლობელი ვარ უკრაინელების მიმართ პატივისცემის გამოხატვისა და უკრაინის პოზიციების დადებითი შეფასებისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ