მარკო რუბიო ნიკოლ ფაშინიანს - მოუთმენლად ველით ერთად მუშაობას სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით

მარკო რუბიო ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და სომხეთის გვერდით დგას მშვიდობისკენ სწრაფვაში“.

„პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისი პარტიის ხელახლა არჩევას ვულოცავ. ჩვენ ერთგული ვრჩებით ისტორიული ვაშინგტონის მშვიდობის სამიტის მიზნების ხელშეწყობის, მათ შორის, „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების მიმართ. მოუთმენლად ველით ერთად მუშაობას სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი X-ზე.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ