რუსებმა ხარკოვზე თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსული ძალების მიერ უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა ფეხმძიმე ქალიც.

ამასთან, რუსებმა თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ხარკოვზეც, რის შედეგადაც 15 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაშავდა.

თავდასხმის შედეგად ქალაქში სულ მცირე 18 ავტომობილი დაზიანდა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი და სხვა შენობები დაზიანდა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ